თავში

ისრაელში სასწავლო პროცესი ისევ შეჩერდება

ისრაელში სასწავლო პროცესი ისევ შეჩერდება
ისრაელში სასწავლო პროცესი ისევ შეჩერდება

ისრაელის მთავრობამ, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

"კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო, 18 სექტემბრიდან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის საბავშვო ბაღებში, სასწავლო პროცესი შეჩერდება, ", - ნათქვამია მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

ისრაელის მთავრობამ ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო ზომები დააწესა, რომელიც 18 სექტემბრიდან სამი კვირით განმავლობაში იმოქმედებს.

ისრაელის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, საკუთარი სახლები მხოლოდ 500 მეტრის მანძილზე დატოვონ. სპორტული დარბაზები და სკოლები დაიხურება, საჯარო სექტორის პერსონალის ნახევარზე მეტი მუშაობას შეწყვეტს, ხოლო კერძო სექტორის წარმომადგენლებს ვიზიტორთა მიღება ეკრძალებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system