თავში

ისრაელში შეიქმნა ტექნოლოგია, რომელსაც ანტიბიოტიკების შეცვლა შეუძლია

​ისრაელში შეიქმნა ტექნოლოგია, რომელსაც ანტიბიოტიკების შეცვლა შეუძლია
ისრაელში შეიქმნა ტექნოლოგია, რომელსაც ანტიბიოტიკების შეცვლა შეუძლია

ისრაელის მეცნიერებმა მოიფიქრეს, როგორ არის შესაძლებელი ტოქსინების დახმარებით ცუდი ბაქტერიების განადგურება. მკურნალობის ეს სტრატეგია, შესაძლოა, ანტიბიოტიკების ძალიან პერსპექტიული ალტერნატივა გახდეს, რომლებიც ნაწლავის მიკროფლორას ანადგურებს. ინფორმაციას EurekAlert ავრცელებს.

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერების სისტემა სასარგებლო ბაქტერიებს ქმნის, რომლებიც პათოგენურს ადგენს და ტოქსინების მეშვეობით მას ნეიტრალიზაციას ახორციელებს.

მეცნიერებმა ადამიანისთვის უსაფრთხო, ზღვის ბაქტერიები Vibrio natriegens გამოიყენეს და ისინი "იარაღით" აღჭურვეს - ერთგვარი ისრებით, რომლებსაც ტოქსინები მეზობელ პათოგენურ ბაქტერიებში შეჰყავს.

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ტოქსინების ტიპისა და რაოდენობის კონტროლი შესაძლებელია, ისევე როგორც ბაქტერიების მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული შტამების განადგურება.

”ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ გვაქვს უნარი, შევქმნათ ბაქტერიები ლიკვიდაციის სისტემებისთვის, როგორც კლასიკური ანტიბიოტიკების ალტერნატივა”, - განაცხადა ნაშრომის თანაავტორმა, დორ სალომონმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system