თავში

ისრაელში სინაგოგის ტრიბუნა ჩამოინგრა - დაშავებულია 60-მდე ადამიანი - VIDEO - განახლებულია

ისრაელში სინაგოგის ტრიბუნა ჩამოინგრა - დაშავებულია 60-მდე ადამიანი
ისრაელში სინაგოგის ტრიბუნა ჩამოინგრა - დაშავებულია 60-მდე ადამიანი - VIDEO - განახლებულია

ისრაელში, ქალაქ გივატ-ზეევში მდებარე სინაგოგაში ტრიბუნა ჩამოინგრა, რის შედეგადაც 60-მდე ადამიანი დაშავდა. 

ინციდენტი ადგილობრივი დროით 19:14 საათზე მოხდა. დაზარალებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა განმარტა, რომ 10 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარის დროს სინაგოგაში 600-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

უცხოური მედიის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system