
ისრაელში, თანამედროვე შეიარაღების მწარმოებელ ქარხანაში გეგმიური ცდების დროს ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ინციდენტი ქარხნის იმ ნაწილში მოხდა, სადაც სხვადასხვა ტიპის რაკეტები ინახება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
კომპანიაში Tomer აცხადებენ, რომ, ეს "კონტროლირებადი ცდები" იყო.
მედიის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ახლა ინციდენტის გარემოებებს ადგენენ.
اÙÙØ¬Ø§Ø± غا٠ض Ù ÙØ° ÙÙÙ٠ش٠اÙ٠اسرائÙÙ pic.twitter.com/Z8ifNZAyij
— Ø¥ÙØ¯Ù ÙÙÙÙÙ ××× ××× (@EdyCohen) April 20, 2021