თავში

ისრაელში უძველესი მეგაპოლისის ნანგრევები აღმოაჩინეს

ისრაელში უძველესი მეგაპოლისის ნანგრევები აღმოაჩინეს
ისრაელში უძველესი მეგაპოლისის ნანგრევები აღმოაჩინეს


ჩრდილოეთ ისრაელში 5 000 წლის წინანდელი მეგაპოლისი აღმოაჩინეს. მკვლევარებმა ნანგრევები ჰარიშის მახლობლად, აინ ასურის ადგილას განხორციელებული ძირითადი გათხრების შემდეგ იპოვეს. ქალაქი მიმდებარე ტერიტორიებზე ყველაზე დიდი უნდა ყოფილიყო და მისი მოსახლეობა დაახლოებით 6 000 შეადგენდა, რაც წარმოუდგენლად ბევრი იყო.

„ეს ქალაქი დაახლოებით იმავე დროს დაარსდა, როცა ეგვიპტეში პირველმა ფარაონმა თავისი მმართველობა დაამყარა“, - განაცხადა IAA- ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იცხაკ პაზმა. ის IAA-ს ვიდეოში უძველეს ქალაქზე საუბრობს და მას იმ პერიოდის ნიუ – იორკს უწოდებს. 

მისი თქმით ქალაქის მასშტაბურობა ადგილმდებარეობამაც განაპირობა, რადგან აქ წყლის მოპოვების რესურსიც და უძველესი სავაჭრო გზების გზაგასაყარიც იყო. მას ურბანული ტიპის დიზაინი და გალავანიც ჰქონდა. 

ნანგრევებში ნათლად ჩანს გზებისა და ხეივნების ქსელი, ასევე შენობების დაპროექტებაც. აღმოჩენილი ნაგებობებიდან ყველაზე უნიკალური ტაძარი იყო, სადაც რელიგიური რიტუალები ტარდებოდა. ადგილზე აღმოჩენილია ფიგურა, ის გამოსახავს ხელმძღვანელ კაცს, რომელსაც ხელები ლოცვის დროს ჰაერში აქვს აღმართული.

ეს ყველაფერი არ არის. არქეოლიგმა დინა შალემ დაადგინა, რომ ამ ადგილას ქალაქის აშენებამდე 2000 წლით ადრე რამდენიმე სოფელი მდებარეობდა. მეცნიერების აზრით, ახალი აღმოჩენა მთლიანად შეცვლის ყველაფერს და იმ ცოდნას, რომელიც ისრაელის შესახებ ჰქონდათ. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system