თავში

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

ისრაელში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება.

აპრილში გამართული არჩევნების შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ მოკავშირეებთან კოალიცია ვერ ჩამოაყალიბა მას შემდეგ, რაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის მხარდაჭერა დაკარგა.

როგორც აპრილის არჩევნების დროს, ამჯერადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდის“ მთავარი მეტოქე გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრია“ (ისრაელის დროშის ფერების მიხედვით).

ბენი განცი 2012 და 2014 წლებში ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა და პრემიერი ნეთანიაჰუ მას წარსულში შესანიშნავ სამხედრო მეთაურად მოიხსენიებდა.

ისრაელში 120-ადგილიან ქნესეთში მოსახვედრად 30-ზე მეტი პარტია იბრძვის. მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარლამენტის 61 მანდატია საჭირო. გამოკითხვების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში 10 პარტია შევა, თუმცა უმრავლესობას დამოუკიდებლად ვერც ერთი პარტია ვერ ჩამოაყალიბებს, ამიტომ არჩევნების შემდეგ ხანგრძლივი კოალიციური მოლაპარაკებებია მოსალოდნელი.

17 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამომრჩევლებს ახალ ტერიტორიებს დაჰპირდება. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ნეთანიაჰუს თქმით, მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილსა და იორდანეს ველზე ისრაელის სუვერენიტეტი გავრცელდება.

საპარლამენტო არჩევნებში „ლიკუდის“ გამარჯვების შემთხვევაში, ბენიამინ ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მეხუთე ვადით დაიკავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system