იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3,786 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 168,941 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ბოლო დღე-ღამეში 525 ადამიანი დაიღუპა, 53-ით უფრო ნაკლები, ვიდრე წინა დღეს. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 22,170-ს მიაღწია.
კორონავირუსისგან კიდევ 2,072 პაციენტი განიკურნა, რითაც გამოჯანმრთლებულთა რაოდენობა 40,164-მდე გაიზარდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა იტალიას დახმარების დროულად აღმოჩენაზე უარის თქმის გამო, ევროპის სახელით ბოდიში მოუხადა.