თავში

იტალია 3 ივნისიდან საზღვრებს გახსნის

იტალია 3 ივნისიდან საზღვრებს გახსნის
იტალია 3 ივნისიდან საზღვრებს გახსნის

იტალიის მთავრობა 3 ივნისიდან ქვეყანაში შესვლასა და გასვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს გააუქმებს. იტალიის მთავრობა ასევე რეგიონებს შორის გადაადგილებაზე დაწესებულ აკრძალვასაც გააუქმებს. ამის შესახებ ნათქვამია მინისტრთა საბჭოს პრესრელიზში, რომელიც მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

იტალიამ მარტის შუა რიცხვებიდან მნიშვნელოვნად შეზღუდა რეგიონებს შორის გადაადგილება. მოგზაურობები შესაძლებელი გახდა მხოლოდ სამუშაო საჭიროების შემთხვევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში. 4 მაისიდან იტალიელებს საშუალება აქვთ ეწვიონ ნათესავებს იმავე რეგიონში. 

პარასკევს, მთავრობის განკარგულების წინასწარი ტექსტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ხელისუფლება 3 ივნისიდან რეგიონებს შორის გადაადგილების შესახებ დაწესებულ შეზღუდვებს გააუქმებს. 

3 ივნისიდან სავარაუდოდ, მოიხსნება ქვეყანაში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები და გაიხსნება ქვეყნის საზღვრები. ამასთან, იტალიაში შესვლა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან იქნება შესაძლებელი სადაც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია ან აღარ ფიქსირდება.

ამასთან, აღდგება გადაადგილება ვატიკანსა და სან-მარინოსთან.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system