
იტალიაში კორონავირუსის ვაქცინის წარმოება დაიწყება. ამის შესახებ იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განაცხადეს.
კომპანია Patheon Thermo Fischer-მა, შესაბამის მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერა.
საუბარია გერმანული კომპანია CureVac-ის წარმოებაზე, რომელიც იტალიაში მდებარე ფარმაცევტულ ქარხნებში დამზადდება.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგმა განაცხადა, რომ კომპანიასთან, რომელიც ვაქცინის პატენტს ფლობს პირველი შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ამასთან, გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, იტალიის მთავრობა Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ქვეყნის შიგნით წარმოების შესაძლებლობასაც განიხილავს.