თავში

იტალია COVID-პასპორტებზე მოთხოვნებს ამკაცრებს

​იტალია COVID-პასპორტებზე მოთხოვნებს ამკაცრებს
იტალია COVID-პასპორტებზე მოთხოვნებს ამკაცრებს

მომავალში იტალიის უნივერსიტეტების მასწავლებლებს, პროფესორებსა და სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ ცნობა, რომ ისინი ვაქცინირებულები, გატესტილები ან COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ DPA ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას თქმით, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა ამ კატეგორიის მოქალაქეებს სექტემბერში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე მოუწევთ.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, თუ მასწავლებლები მტკიცებულებებს არ წარადგენენ, ხუთი დღის შემდეგ მათ სამსახურიდან დაითხოვენ.

გარდა ამისა, ე.წ. "მწვანე პასპორტის" წარდგენა საჭირო იქნება მატარებლებსა და საქალაქთაშორისო ავტობუსებზე, ბორანებზე, ან რეისებზე.

დღეიდან "მწვანე პარპორტებით" მოქალაქეებს რესტორნებში, მუზეუმებში, აუზებსა და სპა დაწესებულებებში შეუშვებენ. ეს წესი 12 წელს გადაცილებულ ყველა ადამიანზე მოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system