თავში

იტალია Pfizer-ისა და Astrazeneca-ს წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღებს

იტალია Pfizer-ისა და Astrazeneca-ს წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღ
იტალია Pfizer-ისა და Astrazeneca-ს წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღებს

იტალიის ხელისუფლება, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების შეფერხების გამო, Pfizer-ისა და Astrazeneca-ს წინააღმდეგ შესაბამის სამართლებრივ ზომებს მიიღებს. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ვაქცინაციის პროგრამა არ შეიცვალოს. საამისოდ ყველა ზომას მივმართავთ და ევროკომისია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ ბატონებმა ხელშეკრულებას პატივი სცენ", - განაცხადა ლუიჯი დი მაიომ

ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებულ შეფერხებას იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტეც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს მიერ კორონავირუსის ვაქცინების მომარაგების შეფერხება "მიუღებელია".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system