თავში

იტალია პირბადეებსა და ლაბორატორიულ კოსტიუმებს იმარაგებს - PHOTO

​იტალია პირბადეებსა და ლაბორატორიულ კოსტიუმებს იმარაგებს
იტალია პირბადეებსა და ლაბორატორიულ კოსტიუმებს იმარაგებს - PHOTO

იტალიაში, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ საგანგებო ვითარებასთან გასამკლავებლად, სერიოზული მობილიზებაა გამოცხადებული. ვენეტოს რეგიონში, ჯანდაცვის სამსახურმა, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, პრევენციის მიზნით, 100000 ცალი სტერილური ტესტი, 280000 ცალი FFP2 და FFP3 ტიპის სამედიცინო ნიღაბი და 215000 სადეზინფექციო გელი შეიძინა.

ექიმებისა და მედპერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიძინეს 59000 ლაბორატორიული კოსტიუმი, 54000 წყვილი ფეხსაცმელი და 2100 დამცავი სათვალე. სამედიცინო დაწესებულებები ასევე აღჭურვილია ათასობით ხელთათმანითა და 100 ნიღბით, რომელსაც დამცავი ეკრანი აქვს. ეს აღჭურვილობა 3 თვის განმავლობაში საკმარისი უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულებებისთვის.

ამის პარალელურად, მილანის პროკურატურამ, პირბადეების სპეკულაციურ ფასად გაყიდვის გამო გამოძიება დაიწყო. კორონავირუსის გამო, იტალიაში სანიტარულ ნიღბებსა და სადეზინფექციო საშუალებებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინტერნეტმაღაზიებში პირბადის ფასი 70 ევროს აღწევდა. დანაშაული ექვსი თვიდან სამ წლამდე პატიმრობას და 25 ათასი ევროს ჯარიმას ითვალისწინებს.

იტალიის მაღაზიებში თაროები დაცარიელებულია.

შეშინებული მოსახლეობა პროდუქტებს იმარაგებს და განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, გარეთ გამოსვლას ერიდება.

  

ქვეყანაში გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები, მათ შორის ცნობილი კარნავალი. 

მილანში ერთი კვირით დაკეტილია სკოლები, კინოთეატრები, მუზეუმები, საკათედრო ტაძარი, „ლა სკალას“ საოპერო თეატრი, ბარები და ღამის კლუბები.

ამ დროისთვის, იტალია, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ჩინეთის და სამხრეთ კორეის შემდეგ, მესამე ადგილზეა. ინფიცირებულთა რაოდენობა 230-ს აღწევს. გარდაიცვალა 7 ადამიანი, მათ შორის 6 ლომბარდიის და 1- ვენეტოს რეგიონში. ახალი ტიპის ვირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ფლორენციასა და სიცილიაზეც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system