თავში

იტალიაში 18 წლის ბიჭს ფილტვები გადაუნერგეს

​იტალიაში 18 წლის ბიჭს ფილტვები გადაუნერგეს
იტალიაში 18 წლის ბიჭს ფილტვები გადაუნერგეს

მილანის საავადმყოფოში ექიმებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს. მათ კორონავირუსით ინფიცირებულ 18 წლის ბიჭს ორივე ფილტვი გადაუნერგეს.

სპორტული აღნაგობის ახალგაზრდას, რომელსაც არანაირი ქრონიკული დაავადება არ აწუხებდა, კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ დაავადება მძიმედ განუვითარდა. მან 2 თვე წმინდა რაფაელის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში იგი სუნთქვით აპარატზე იყო შეერთებული, რადგან კორონავირუსმა მისი ფილტვები თითქმის მთლიანად გაანადგურა. ექიმები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ მისი გადარჩენა მხოლოდ ფილტვების ტრანსპლანტაციით იქნებოდა შესაძლებელი.

ოპერაცია მხოლოდ მას შემდეგ დაინიშნა, რაც ახალგაზრდა კორონავირუსისგან მთლიანად განიკურნა.

ოპერაცია თითქმის 10 საათი გრძელდებოდა და მას სამი ბრიგადა ატარებდა, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ოპერაციას ისიც ართულებდა, რომ ექიმები დამცავ კომბინიზონებსა და ორმაგი ხელთათმანებით მუშაობდნენ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პაციენტს ახლა ფიზიოთერაპიის კურსს უტარებენ, რომ დამოუკიდებლად სუნთქვის ფუნქცია აღუდგინონ.

მსგავსი უნიკალური ოპერაცია ამ დღეებში ავსტრიაშიც ჩატარდა. ვენაში COVID-19-ით ინფიცირებულ 45 წლის ქალს ფილტვები გადაუნერგეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system