თავში

იტალიაში 24 საათში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

იტალიაში 24 საათში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რეკორდული რაო
იტალიაში 24 საათში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსის ინფექციისგან 2723 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც ეპიდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში განკურნებულთა რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა განახადა.

დღეს ინფიცირებულია 107 709 ადამიანი, ერთი დღის განმავლობაში ეს რიცხვი 528-ით შემცირდა. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 51 600-ს შეადგენს.

ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით 183,957-ს მიაღწია.

იტალიაში კორონავირუსს ბოლო 24 საათში კიდევ 534 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამრიგად, ეპიდემიის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 24,648-ს მიაღწია.

იტალიაში იზოლაცია 3 მაისამდე გაგრძელდება, თუმცა მანამდე ზოგიერთი ბიზნესი უკვე გაიხსნა. მათ შორისაა წიგნების მაღაზიები, საკანცელარიო და საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system