თავში

იტალიაში, ამანათში დინოზავრის კვერცხი იპოვეს

იტალიაში, ამანათში დინოზავრის კვერცხი იპოვეს
იტალიაში, ამანათში დინოზავრის კვერცხი იპოვეს

იტალიის ქალაქ ბერგამოს აეროპორტის საბაჟო სამსახურის თანამშრომელმა ერთ-ერთ ამანათში დინოზავრის კვერცხი იპოვა. ამის შესახებ გამოცემა Giornale di Brescia წერს. 

კვერცხის გაქვავებული ნაჭუჭი, რომელიც ქანზე იყო მიმაგრებული, იტალიიდან მალაიზიაში ჩავიდა. გავრცელებული ცნობით, ვიღაცამ დინოზავრის კვერცხი ინტერნეტ მაღაზიაში შეიძინა. ამასთან, ამანათს საეჭვო დოკუმენტაცია ახლდა თან. სერტიფიკატი არარსებულმა უწყებამ გასცა.

მებაჟეებმა უცნაური აღმოჩენა ბერგამოს არქეოლოგიის სამმართველოს გადასცეს. მეცნიერებმა ის შეისწავლეს და განაცხადეს, რომ ეს შუნოზავრის კვერცხია. ეს მსხვილი არსებები თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიაზე ბინადრობდნენ.

სულ მალე აღმოჩენა ერთ-ერთი მუზეუმის ექსპოზიციაში დაბინავდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system