თავში

იტალიაში ავტობუსი ტურისტების ჯგუფს შეეჯახა

იტალიაში ავტობუსი ტურისტების ჯგუფს შეეჯახა
იტალიაში ავტობუსი ტურისტების ჯგუფს შეეჯახა

ექვსი ადამიანი დაიღუპა იტალიის ქალაქ ლუგატოში, როდესაც ავტობუსი ტურისტების ჯგუფს შეეჯახა. შემთხვევა ავსტრიის საზღვართან ახლოს მოხდა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 11 ადამიანი. მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულთა უმრავლესობა გერმანიის მოქალაქეა. 

როგორც ცნობილია, ავტომანქანას პროვინცია ბოლჩანოს მკვიდრი, 28 წლის მამაკაცი მართავდა, რომელსაც, სისხლში ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზა დაუდგინდა. შემთხვევის შედეგად ისიც დაშავდა, თუმცა სიკვდილს გადაურჩა. 

პოლიციის ვერსიით, მომხდარი უბედური შემთხვევაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system