თავში

იტალიაში ჩასულმა დომინიკელმა COVID19-ით 126 პირი დააინფიცირა

​იტალიაში ჩასულმა დომინიკელმა COVID19-ით 126 პირი დააინფიცირა
იტალიაში ჩასულმა დომინიკელმა COVID19-ით 126 პირი დააინფიცირა

ახალგაზრდა დომინიკელი, რომელიც აპენინის ნახევარკუნძულზე 13 ივლისს ჩაფრინდა, ეგრეთ წოდებული "ნულოვანი პაციენტი" გახდა. რეგულაციების თანახმად მას 2 კვირა კარანტინში უნდა გაეტარებინა, თუმცა ეს არ გაუკეთებია და ჩვეული წესით ცხოვრება განაგრძო. არც სამედიცინო პირბადე გამოუყენებია.

დომინიკის რესპუბლიკიდან ჩასული პირის კონტროლი არავის განუხორციელებია. ერთი კვირის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი - ეგრეთ წოდებული "ნულოვანი პაციენტი"- საცურაო აუზზე წავიდა, სადაც ნაცნობ წყვილს შეხვდა. მათ კორონავირუსი სამსახურში 33 თანამშრომელს გადადეს. მათ კი თავის მხრივ კიდევ 7 ადამიანი დააინფიცირეს.

27 ივლისის დომინიკელი მამაკაცი დისკოთეკაზე წავიდა, სადაც კიდევ 58 ადამიანი დააინფიცირა. ამ დაინფიცირებულებმა, სახლში დაბრუნების შემდეგ, კიდევ 8 ადამიანს გადასცეს ვირუსი. დისკოთეკაზე დაინფიცირებული ერთ-ერთი პირი იქიდან ბარში წავიდა, სადაც კიდევ რამდენიმე ადამიანი დაავირუსა. მათგან ერთ-ერთი მოგვიანებით დაკრძალვაზე წავიდა, სადაც ვირუსი კიდევ 6 ადამიანს გადასცა, მათ კი, თავის მხრივ, კიდევ 6 ადამიანი დააინფიცირეს.

მთლიანობაში, "ნულოვანი პაციენტის" კონტაქტების კვლევისას, სპეციალისტებმა 126 შემთხვევის დაფიქსირება შეძლეს. რა თქმა უნდა, იარსებებდა ინფექციის გავრცელების კიდევ სხვა კონტაქტები, რომლებიც ექიმების კვლევის არეალში ვერ მოხვდნენ. 

ამ კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე ეპიდემიოლოგები კონტროლის, მკაცრი რეგულაციებისა პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე საუბრობენ. ამ შემთხვევის შემდეგ იტალიაში შემოსული პირების ტესტირება და მათზე კონტროლი განსაკუთრებით გამკაცრდა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system