თავში

იტალიაში COVID-19-ის გამო საგანგებო რეჟიმი გახანგრძლივდა

იტალიაში COVID-19-ის გამო საგანგებო რეჟიმი გახანგრძლივდა
იტალიაში COVID-19-ის გამო საგანგებო რეჟიმი გახანგრძლივდა

იტალიის მთავრობამ, კორონავირუსთან საბრძოლველად საგანგებო რეჟიმი 2021 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა.

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში აგვისტოს ბოლოდან COVID-19-ის შემთხვევების ახალი ტალღა დაფიქსირდა.

იტალიის მთავრობას საგანგებო რეჟიმის პირობებში, პანდემიასთან დაკავშირებით უფლება აქვს პარლამენტის დამტკიცების გარეშე მიიღოს ზომები. მთავრობის მიერ გაცემულ განკარგულებას დაემატა კიდევ ერთი პუნქტი, პირბადეების სავალდებულო ტარება.

შეგახსენებთ, საერთო ჯამში, იტალიაში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კორონავირუსით 330 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 36 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

იტალია ერთ-ერთი ქვეყანა არ არის, რომელმაც კორონავირუსის მკვეთი მატების გამო ხელახალი მკაცრი შეზღუდვები დააწესა. გასულ კვირას ისრაელი იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ხელახლა შემოიღო კარანტინი. 30 სექტემბერს საგანგებო რეჟიმი შემოიღეს ჩეხეთსა და სლოვაკეთში.

მსოფლიოში COVID-19– ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35 მილიონს მიაღწია, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 1 მილიონს გადააჭარბა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system