თავში

იტალიაში COVID-19-ის შემთხვევები მცირდება

იტალიაში COVID-19-ის შემთხვევები მცირდება
იტალიაში COVID-19-ის შემთხვევები მცირდება

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 525 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 316 დაინფიცირდა, რაც გასული დღეების მაჩვენებელზე საგრძნობლად დაბალია. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს 15 887 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

იტალიაში, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, კორონავირუსით ინფიცირების 128 948 შემთხვევა ფიქსირდება.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 21 815-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system