თავში

იტალიაში COVID 19-ით ბოლო 24 საათში 756 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში COVID 19-ით ბოლო 24 საათში 756 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში COVID 19-ით ბოლო 24 საათში 756 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 756 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 217 დაინფიცირდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19-ს 10 779 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ჩინეთში გარდაცვილთა რაოდენობაზე სამჯერ მეტია, ხოლო ესპანეთში დაღუპულთა რიცხვს ორჯერ აღემატება.

იტალიაში სულ, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 97 689-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13 030-მდე გაიზარდა.

ამასთან, იტალიის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის ხელმძღვანელის, სილვიო ბრუსაფეროს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკი ჯერ არ დამდგარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system