
იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 812 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1648 დაინფიცირდა. ჯამში COVID-19-ს 11 591 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.
იტალიაში ჯამში, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, ინფიცირების 101,739 შემთხვევა ფიქსირდება.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 14 620-მდე გაიზარდა.