თავში

იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

​იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის თითქმის 190 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელი გახდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ANSA ავრცელებს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში COVID-19-ის 189 109 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 231 ადამიანი დაიღუპა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ერთი დღით ადრე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 170 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

იტალიის საავადმყოფოებში ამჟამად 13000-ზე მეტი COVID-პაციენტია, მათგან 1428 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 5,1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით 138 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system