თავში

იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები კლებულობს

იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები კლებულობს
იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები კლებულობს

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 610 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,165 დაინფიცირდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1,7%-ით გაიზარდა. სულ COVID-19-ს 18,279 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

იტალიაში, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით, კორონავირუსით ინფიცირების 143,626 შემთხვევა ფიქსირდება.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28,470-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 96,877 აქტიური პაციენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system