თავში

იტალიაში COVID-სერტიფიკატების მოთხოვნები მკაცრდება

​იტალიაში COVID-სერტიფიკატების მოთხოვნები მკაცრდება
იტალიაში COVID-სერტიფიკატების მოთხოვნები მკაცრდება

დღეიდან იტალიაში COVID-19-ის სუპერ სერტიფიკატი შედის ძალაში. მასში არის ინფორმაცია ვაქცინაციის, ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შესახებ. ინფორმაციას Corriere della Sera ავრცელებს.

მისი წარდგენა სავალდებულოა ისეთ საჯარო ადგილებში, როგორიცაა რესტორნები, კინოთეატრები. თეატრები, ღამის კლუბები. გარდა ამისა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას მხოლოდ ასეთი "საშვის" მფლობელები შეძლებენ. ამასთან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით (მატარებლები, თვითმფრინავები) საკმარისია საბაზისო სერტიფიკატი, რომელიც კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის შედეგად არის გაცემული. იგივე დოკუმენტს ითხოვენ სამსახურში, სპორტულ დარბაზებში.

ბოლო მომენტში სავალდებულო "სუპერ საშვის" სიიდან ამოიღეს მუზეუმები, არქივები და ბიბლიოთეკები, სადაც ტესტის შედეგზე დაფუძნებული საბაზისო დოკუმენტი საკმარისია.

სუპერ საშვის სისტემა 15 იანვრამდე დარჩება ძალაში. ხელისუფლების განცხადებით, ასეთი დოკუმენტის შემოღება საჯარო დაწესებულების, ასევე თეატრისა და კინოს დარბაზების სრული დატვირთვით მუშაობის საშუალებას იძლევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system