თავში

იტალიაში ელექტროსკუტერების გამოყენების წესები გამკაცრდა

​იტალიაში ელექტროსკუტერების გამოყენების წესები გამკაცრდა
იტალიაში ელექტროსკუტერების გამოყენების წესები გამკაცრდა

იტალიაში ელექტროსკუტერების მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 25 კმ/სთ-ის ნაცვლად ახლა 20 კმ/სთ-ია, ფეხით მოსიარულეთა ზონებში კი ის 6 კმ/სთ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ინფორმაციას საგზაო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე დაყრდნობით ANSA ავრცელებს.

ცვლილებების მიხედვით, რომელიც უკვე ამოქმედდა, ელექტროსკუტერებით გადაადგილება ტროტუარებზე და იქ გაჩერება აკრძალულია. გამონაკლისია მხოლოდ ადგილები, რომლების ქალაქის ხელისუფლების მიერ არის ამისთვის გამოყოფილი.

ელექტროსკუტერების უკონტროლო პარკირების წინააღმდეგ საბრძოლველად, გამქირავენელმა კომპანიებმა ახლა უნდა მოსთხოვონ კლიენტებს, ყოველი ქირაობის ბოლოს ფოტოები გამოაგზავნონ, რათა დააზუსტონ, სად არის გაჩერებული სატრანსპორტო საშუალება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system