თავში

იტალიაში ერთ დღეში COVID-19-ისგან 3,033 პაციენტი განიკურნა

იტალიაში ერთ დღეში COVID-19-ისგან 3,033 პაციენტი განიკურნა
იტალიაში ერთ დღეში COVID-19-ისგან 3,033 პაციენტი განიკურნა

იტალიაში COVID-19-ის ინფექციას გასული დღე-ღამის განმავლობაში 464 ადამიანი ემსხვერპლა, შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 25,549-მდე გაიზარდა. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა განაცხადა.

ბოლო ერთ დღეში კიდევ 3033 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რითაც კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობამ 57,576 ადამიანს მიაღწია.

”დღევანდელი მონაცემები განსაკუთრებით დამაიმედებელია. ერთ დღეში გამოჯანმრთელებულთა რიხვმა ინფიცირებულთა რაოდენობას პირველად გადააჭარბა", - განაცხადა სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანჯელო ბორელმა.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 189 973-ს მიაღწია, მათ შორის, 2646 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system