თავში

იტალიაში ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია სურთ

​იტალიაში ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია სურთ
იტალიაში ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია სურთ

იტალიაში 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც ევთანაზიის დეკრიმინალიზაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. ინფორმაციას სააგენტო Ansa ავრცელებს.

პეტიცია ითხოვს, რომ კენჭისყრაზე 1930 წლის კანონის გაუქმება გავიდეს, რომელიც ევთანაზიის ჩატარებისთვის პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით სჯის.

საკასაციო სასამართლოში განაცხადის წარდგენისთვის, რაც პროცედურის მეორე საფეხურია, აუცილებელია 500 000 ხელმოწერის შეგროვება. 640 ათასზე მეტი ხელმოწერა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში განთავსებულ კარვებში შეგროვდა, ხოლო 370,000 -ზე მეტი - ონლაინ ელექტრონული ხელმოწერით.

განაცხადი 8 ოქტომბერს უნდა შეიტანონ.

პირველი საკანონდებლო წინადადება ევთანაზიის დაკანონების შესახებ იტალიის პარლამენტში 37 წლის წინ წარადგინეს. მაშინ ის ჩავარდა, რადგან იდეას ვატიკანი ეწინააღმდეგებოდა და ამას "არსებით ბოროტებას" ეძახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system