თავში

იტალიაში "ფაშისტების" ჯგუფი დააკავეს

იტალიაში "ფაშისტების" ჯგუფი დააკავეს
იტალიაში ფაშისტების ჯგუფი დააკავეს

იტალიის პოლიციამ  იარაღი, ნაცისტური დროშები და დიქტატორ ბენიტო მუსოლინის სურათები ამოიღო იმ ადამიანების სახლიდან, რომლებსაც თეთრი რასის უპირატესობის სწამს. ისინი ახალი ფაშისტური პარტიის შექმნას ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. 

პოლიციამ ჩხრეკა "ბოლო ლეგიონის" ჯგუფის წევრების სახლებში ჩაატარა. 25 ადამიანი ეჭვმიტანილია ინტერნეტში სიძულვილის გავრცელებაში მუსლიმების, ჰომოსექსუალების და  ებრაელების მიმართ.

გამომძიებლებმა ამოიღეს დანები, საბრძოლო მასალები, იარაღი და ფაშისტური სუვენირები. ეჭვმიტანილთა ჯგუფი საკუთარ თავს ღიად უწოდებს "ფაშისტებს" და მხარს უჭერენ ძალადობას, როგორც პოლიტიკური კონფლიქტის მოგვარების გზას.

ჯგუფის წევრები ასევე უარყოფენ კორონავირუსის პანდემიის არსებობას და მას ფინანსურ შეთქმულებად მოიხსენებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system