თავში

იტალიაში გამტაცებლებმა მანქანა მეპატრონის დაავადების გაგების შემდეგ დააბრუნეს

იტალიაში გამტაცებლებმა მანქანა მეპატრონის დაავადების გაგების შემდეგ დააბრუნეს
იტალიაში გამტაცებლებმა მანქანა მეპატრონის დაავადების გაგების შემდეგ დააბრუნეს

იტალიაში გამტაცებლებმა მოპარული მანქანა მას შემდეგ დააბრუნეს, რაც მეპატრონის დაავადების შესახებ გაიგეს.

იანვრის შუა რიცხვებში დაზარალებულის ქალიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ მოპარული მანქანა ტრანსპორტის ერთადერთი საშუალებაა დედისთვის, რომელიც გაფანტული სკლეროზით არის დაავადებული. იგი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რადგან მართონ ავტომობილი. ის აღჭურვილია პანდუსითა და ინვალიდის ეტლით.

"ხელი გულზე დაიდეთ და გთხოვ დაგვიბრუნეთ მანქანა", - ამ სიტყვებით მიმართა გოგონამ გამტაცებლებს.

მისი მიმართვა პოპულარული გახდა და როგორც ჩანს სიტყვებმა გამტაცებლებამდეც მიაღწია. რამდენიმე დღის შემდეგ იტალიის ქალაქ ბარის გარეუბანში ერთმა მამაკაცმა მანქანა საკუთარი სახლის წინ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. პოლიციამ მოპარული მანქანის გარდა, ავტომობილში გამტაცებლების მიერ დაწერილი წერილი იპოვა.

"ჩვენც გული გვაქვს, გვაპატიეთ, თქვენი პათოლოგიის შესახებ არ ვიცოდით", - დაწერეს გამტაცებლებმა.

ოჯახმა, ამბის ბედნიერი დასრულების შემდეგ, ყველას მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system