თავში

იტალიაში, კაფეში შესვლამდე ადგილმდებარეობას დააკვირდით

იტალიაში, კაფეში შესვლამდე
იტალიაში, კაფეში შესვლამდე ადგილმდებარეობას დააკვირდით

ტურისტების ოთხი კაცისაგან შემდგარმა ოჯახმა რომში, Via dell Conciliazione-ზე, წმინდა პეტრეს მოედნის მახლობლად მდებარე კაფეში ლანჩის მირთმევა გადაწყვიტა. მათ 3 ჰოთ-დოგი, 1 ბურგერი 4 ქილა კოლა-კოლა და 1 წყალი შეუკვეთეს. ანგარიშის მოთხოვნის შემდეგ კი აღმოაჩნეს, რომ ჯამში 136 ევრო უნდა გადაეხადათ. 

სტუმრებმა მენეჯერი დაიბარეს და ანგარიში გააპროტესტეს, რაზეც მისგან ასეთი პასუხი მიიღეს: „ეს ბარი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილას მდებარეობს და ფასიც შესაბამისი აქვს, ის მენიუშიც არის მითითებული“.

დაზარალებული ლეო რეჩიას განცხადებით, საღამოს იგივე თანხით პანთეონის უკან მდებარე რესტორანში მან და მისმა ოჯახმა სრული ვახშამი მიირთვეს.



იტალიის კაფეებში მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება. ტურისტებს კერზებში დიდი რაოდენობით თანხის გადახდა კაფეების ადგილმდებარეობის გამო ხშირად უწევთ. მაისში ორმა მოგზაურმა 3 ფინჯან ყავასა და 2 ბურგერში 132$ გადაიხადა. სექტემბერში წყვილს ორ ულუფა სპაგეტი და თევზი 685$ დაუჯდა, საიდანაც 127$ მომსახურების პროცენტი იყო. ბერძენი ტურისტების ჯგუფს 8 გამაგრილებელ სასმელში 133$ დოლარი გადაახდევინეს. ერთ ტურისტ მამაკაცს 6 ნაჭერი კალმახის დაგემოვნება 937$ დაუჯდა და თუ გამოკითხვას ჩავატარებთ, ეს ჩამონათვალი, ალბათ, უსასრულოდ გაგრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system