თავში

იტალიაში კანაფის კულტივაცია ლეგალური გახდა

​იტალიაში კანაფის კულტივაცია ლეგალური გახდა
იტალიაში კანაფის კულტივაცია ლეგალური გახდა

იტალიაში კანაფის პირადი მოხმარებისთვის კულტივაცია ლეგალური გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. მათი თქმით, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 19 დეკემბერს მიიღო, თუმცა საჯაროდ ამის შესახებ ჯერ არ განუცხადებია.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნებისმიერ პირს შეუძლია გაზარდოს კანაფის მცენარე იმ შემთხვევაში, თუ მისგან მიღებულ მცირე ოდენობის პროდუქტს თავად გამოიყენებს. ამ დრომდე უცნობია როგორ განისაზღვრება „მცირე ოდენობა“, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა 100 გრამზე ნაკლები არ იყოს. სასამართლომ მოქალაქეს სარჩელის მიხედვით იმსჯელა, რომელიც ორი ძირი კანაფის კულტივაციისათვის იყო დასჯილი.

მსუბუქი მარიხუანას მოხმარება იტალიაში 2016 წლიდან არის ლეგალური, თუმცა აქამდე კანონი მასში ფსიქოაქტიური ნივთიერების (THC) ზღვარს ადგენდა. ის 0.6 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system