თავში

იტალიაში კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების შემოღებას გეგმავენ

იტალიაში კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების შემოღებას გეგმავენ
იტალიაში კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების შემოღებას გეგმავენ

იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ მთავრობა მკაცრ შეზღუდვებს განაახლებს იმ რეგიონებში, სადაც ყოველკვირეულად 100,000 მოსახლეზე კორონავირუსის 250-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება.

იტალიის მთავრობამ, რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის განსაზღვრის მიზნით, ოთხი ფერისგან შემდგარი სისტემა შემოიღო (თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი).

რეგიონები, სადაც ყოველკვირეულად ყოველ 100,000 მოსახლეზე კორონავირუსის 250-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება, ავტომატურად წითელ ზონად გამოცხადდება.

ადგილობრივი გამოცემა La Repubblica-ს ცნობით, გამორიცხული არ არის, რომ მარტის შუა რიცხვებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3-4 კვირის განმავლობაში წითელი ზონა ამოქმედდეს.

"მეორე ტალღა არასდროს შეჩერებულა, ახალი შტამის გამო შემთხვევების მატებას ვხედავთ, რასაც კიდევ უფრო მკაცრი ზომების შემოღებამდე მივყავართ",განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ.

სპერანცამ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდება და ლოქდაუნისა და კომენდანტის საათის გამკაცრების გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system