თავში

იტალიაში კომბინირებულ ვაქცინებს გამოიყენებენ

​იტალიაში კომბინირებულ ვაქცინებს გამოიყენებენ
იტალიაში კომბინირებულ ვაქცინებს გამოიყენებენ

იტალიის წამლის სააგენტომ (AIFA) 60 წლამდე ადამიანებში კორონავირუსის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Il Messaggero ავრცელებს.

ნებართვის თანახმად, პირველ აცრას ადამიანს AstraZeneca-ს პრეპარატით გაუკეთებენ, მეორეს შემთხვევაში კი მას შესაძლებლობა ექნება, აირჩიოს იგივე პრეპარატი, ან სინთეთიკურ რნმ-ზე დაფუძნებული ნებისმიერი სხვა ვაქცინა, მაგალითად Moderna ან Pfizer.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ ახალმა გარემოებებმა ვაქცინაციის კამპანიებში არეულობები შეიტანა. რამდენიმე რეგიონში ახალი განკარგულების შესრულებას თავს არიდებენ, რადგან AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზა ადამიანმა 12 კვირის შემდეგ უნდა მიიღოს, Pfizer-ისა დ Moderna-ს პრეპარატები კი - 40 დღის შემდეგ. არის შიში, რომ ვაქცინები საკმარისი არ აღმოჩნდება.

იტალიის ხელისუფლება მოსახლეობის იმუნიზაციის დასრულებას სექტემბრისთვის ვარაუდობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system