თავში

იტალიაში კორონავირუსის ორი განსხვავებული შტამი აღმოაჩინეს

იტალიაში კორონავირუსის ორი განსხვავებული შტამი აღმოაჩინეს
იტალიაში კორონავირუსის ორი განსხვავებული შტამი აღმოაჩინეს

იტალიელმა ვირუსოლოგებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ლომბარდიის რეგიონში, ახალი კოროვირუსის ორი სხვადასხვა შტამი აღმოაჩინეს.  სააგენტო ANSA–ს თანახმად, ბერგამოს რაიონში აღმოჩენილი შტამი, გენეტიკური თანმიმდევრობითა და რიგი მახასიათებლებით განსხვავდება, იმ შტამისაგან, რომელიც ლოდისა და კრემონის პროვინციებში გამოვლინდა.

სან-მატეოს საავადმყოფოს ვირუსოლოგიის განყოფილების დირექტორის, პროფესორი ფაუსტო ბალდაანის განცხადებით, ინფექციის პირველი შემთხვევა კოდონოს რაიონში 21 თებერვალს ადგილობრივ საავადმყოფოში დაფიქსირდა, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსი ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში იყო გავრცელებული. ამის გარკვევა შესაძლებელი გახდა ზოგიერთ პაციენტში ანტისხეულების აღმოჩენის გზით. ამავე საავადმყოფოს ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა, პროფესორმა რაფაელ ბრუნომ აღნიშნა, რომ პირველი პაციენტების მიღების შემდეგ გაირკვა, რომ ჩინეთშის მიერ შემოთავაზებული მკურნალობის ფორმა არ შეესაბამება კორონავირუსის სამკურნალო სტანდარტებს. 

"ჩვენ უფრო მეტ ანტივირუსულ საშუალებებს ვიყენებდით. შემდეგ კი განკურნებული პაციენტების პლაზმის გამოყენებით სხვებს ვმკურნალობდით, შედეგად სიკვდილიანობა შემცირდა 15-დან 6% -მდე”, - აღნიშნა ექიმმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system