თავში

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევები მცირდება

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევები მცირდება
იტალიაში კორონავირუსის შემთხვევები მცირდება

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 195 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 69 - ლომბარდიის რეგიონში. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 31106 შეადგინა. დაინფიცირების 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 222 104- მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3502 ადამიანი.

ამ დროისთვის კორონავირუსის 78 457 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 65 392 ადამიანი თვითიზოლაციაშია. 12 172 პაციენტი მკურნალობას საავადმყოფოში გადის. 893 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი რეანიმაციაში არიან მოთავსებული. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან გამოჯანმრთედა 112 541 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system