თავში

იტალიაში კორონავირუსისგან 102 წლის ქალი განიკურნა

იტალიაში კორონავირუსისგან 102 წლის ქალი განიკურნა
იტალიაში კორონავირუსისგან 102 წლის ქალი განიკურნა

იტალიაში კორონავირუსისგან 102 წლის ქალი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, იტალიკა გრონდონა ჩრდლოეთ იტალიის ქალაქ ჯენოში, 20 დღის განმავლობაში მკურნალობდა. იგი საავადმყოფოში მარტის დასაწყისში გადაიყვანეს, გულის უკმარისობის მსუბუქი სიმპტომებით. თუმცა, COVID 19-ის ტესტირებამ ინფექციის არსებობა დაადასტურა.

იტალიკა გრონდონას მკურნალი ექიმების განცხადებით, ისინი მკურნალობის პროცესში მსუბუქად იყვნენ ჩართულნი და პაციენტის გამოჯანმრთელებაში უმთავრესი როლი მისმა ორგანიზმმა ითამაშა. ექიმებმა მას მეტსახელად "უკვდავი" შეარქვეს და აღნიშნეს, რომ იგი პანდემიის წინაშე მდგარი ყველა ასაკოვანი ადამიანისთვის იმედია.

”მისი ერთადერთი ვაჟი რამდენიმე ათეული წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მას უყვარს ცხოვრება, ცეკვა და მუსიკა. არ ვიცი რა არის მისი საიდუმლო, მაგრამ მე ვიცი, რომ ის არის თავისუფალი და დამოუკიდებელი ქალი”, - განაცხადა მისმა ძმისშვილმა, რენატა ვილა გრონდონამ CNN-თან საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system