თავში

იტალიაში კოვიდით ინფიცირების რეკორდი დაფიქსირდა

​იტალიაში კოვიდით ინფიცირების რეკორდი დაფიქსირდა
იტალიაში კოვიდით ინფიცირების რეკორდი დაფიქსირდა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 44 595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ANSA ავრცელებს.

იტალიიs ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, წინა რეკორდი, 40 902 შემთხვევა, 2020 წლის 13 ნოემბერს დაფიქსირდა.

იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 168 ადამიანი გარდაიცვალა. ANSA წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი უკიდურესად მაღალია, ეს 550 ლეტალურ შემთხვევაზე ნაკლებია, რაც 2020 წლის 13 ნოემბერს დაფიქსირდა.

გარდა ამისა, 1 023 ინფიცირებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 8 722 ჩვეულებრივ პალატაში. 13 ნოემბერს კი რეანიმაციაში 3 230 იწვა, რეგულარულ პალატაში - 30 914.

Worldometer-ის ინფორმაციით, ჯამში, იტალიაში COVID-19-ის 5 517 054 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 136 245 ადამიანი გარდაიცვალა, 4 950 780 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system