თავში

იტალიაში კვლავ ლოკდაუნი გამოცხადდა

იტალიაში კვლავ ლოკდაუნი გამოცხადდა
იტალიაში კვლავ ლოკდაუნი გამოცხადდა

იტალიის მთავრობამ, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ახალი რეგულაციები დაამტკიცა, რამაც, შესაძლოა, 15 მარტიდან ნახევარი ქვეყნის ჩაკეტვა გამოიწვიოს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა  შესაბამის ბრძნებულებას 15 მარტს მოაწერს ხელს, რის შემდეგაც ლომბარდიის, ლაციოს, ემილია-რომანიას, ფრიული-ვენეცია-ჯულიას, ვენეტოს, პიემონტის, პულიას, მარკესა და ტრანტოს პროვინციები წითელ ზონად გადაკეთდება.

აგრეთვე, რეგიონები, სადაც ყოველკვირეულად ყოველ 100,000 მოსახლეზე კორონავირუსის 250-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება, ავტომატურად წითელ ზონად გამოცხადდება.

წითელ ზოდებად გამოცხადებულ რეგიონებში დაკეტილია ბარები, რესტორნები, მაღაზიები, საშუალო სკოლები. 

იტალიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია დეკემბრის ბოლოს დაიწყო, თუმცა, ვაქცინის მიწოდების შეფერხების გამო, ამ დროისათვის მოსახლეობის საკმარისი რაოდენობა ვაქცინირებული არ არის.

ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით იტალიაში კორონავირუსით 3 175 807 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 101 564 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system