თავში

იტალიაში მამაკაცი ასაცრელად სილიკონის ხელით მივიდა

იტალიაში მამაკაცი ასაცრელად სილიკონის ხელით მივიდა
იტალიაში მამაკაცი ასაცრელად სილიკონის ხელით მივიდა

იტალიაში, ვაქცინაციის ერთ-ერთ ცენტრში კურიოზული შემთხვევა მოხდა. მამაკაცს თანამშრომლების მოტყუება და ვაქცინის გაკეთება სილიკონის ხელში სურდა. ამის შესახებ პიემონტის რეგიონის ხელმძღვანელმა, ალბერტო ჩირიომ "Facebook-ზე" დაწერა.

50 წლის მამაკაცი ბიელას მუნიციპალიტეტის ვაქცინაციის ცენტრში მივიდა, რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიეღო.

"ის ცდილობდა, მოეტყუებინა სამედიცინო პროფესიონალები „ხელოვნური ხელით“ (სილიკონის დელტოიდური კუნთით), ფიქრობდა, რომ სისტემას მოატყუებდა და "მწვანე საშვს" ვაქცინის გარეშე მიიღებდა“, - წერს ჩირიო.

თუმცა ჩანაფიქრი ვერ ასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ სილიკონის ხელი ძალიან ჰგავდა ნამდვილ კანს, ფერმა და აღქმამ სამედიცინო პროფესიონალში ეჭვი გააჩინა. მან მამაკაც სთხოვა, მთელი ხელი ეჩვენებინა. ამის შემდეგ ის ცდილობდა, ექიმი დაერწმუნებინა, რომ ინციდენტი არ გაეხმაურებინა, მაგრამ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system