თავში

იტალიაში მამაკაცმა მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ 450 კილომეტრი ფეხით გაიარა

იტალიაში მამაკაცმა მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ 450 კილომეტრი ფეხით გაიარა
იტალიაში მამაკაცმა მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ 450 კილომეტრი ფეხით გაიარა

კომოს მკვიდრმა, 48 წლის იტალიელმა მამაკაცმა მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ ჰაერზე გასვლა გადაწყვიტა და 450 კილომეტრი ფეხით გაიარა. ამის შესახებ გაზეთი Il Resto del Carlino წერს. 

ღამის 2 საათზე ის პოლიციამ გააჩერა. გაყინულმა და დაღლილმა მამაკაცმა მათ განუმარტა, რომ ოჯახური კონფლიქტის გამო ქუჩაში გამოვიდა.

ცნობილია, რომ მამაკაცი სან ჯოვანი როტონდოსკენ მიერმართებოდა, სადაც წმინდა პადრე პიოს საფლავი მდებარეობს. მედიის ცნობით, დღეში ის დაახლოებით 60 კილომეტრს გადიოდა. მას გზადაგზა ხალხი საკვებსა და საჭმელს აძლევდა.

მამაკაცის მეუღლემ პოლიციას ქმრის გაუჩინარების შესახებ შეატყობინა. როდესაც ის იპოვეს, ქალო ქალაქ ფანოში კომენდატის საათის დარღვევისთვის ჯარიმის, 400 ევროს გადასახდელად ჩამოვიდა და მამაკაცი სახლში წაიყვანა.

სოციალურ ქსელში მამაკაცი ფილმ "ფორესტ გამპის" გმირს შეადარეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system