თავში

იტალიაში მილიონზე მეტი კოვიდსერტიფიკაცი ჩამოტვირთეს

​იტალიაში მილიონზე მეტი კოვიდსერტიფიკაცი ჩამოტვირთეს
იტალიაში მილიონზე მეტი კოვიდსერტიფიკაცი ჩამოტვირთეს

8 ოქტომბერს იტალიელებმა მილიონზე მეტი "მწვანე საშვი" ჩამოტვირთეს, რაც დღე-ღამეში ახალი რეკორდი გახდა. ინფორმაციას ANSA ავრცელებს.

ჯამში კოვიდსერტიფიკატები 1 049 384-ჯერ ჩამოტვირთეს.

აქედან 914 ათასი - კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხია, 130 ათასი კი ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა.

ამასთან, 18 ოქტომბერს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრის რეკორდიც დაფიქსირდა. ე.წ. ბუსტერული დოზა 49,6-ჯერ შეიყვანეს, პირველი დოზა კი - 44,3-ჯერ.

ცნობისთვის, 15 ოქტომბრიდან იტალიაში სახელმწიფო, ისევე საჯარო სექტორის თანამშრომლებმა სამსახურში კოვიდ-სერტიფიკატი უნდა წარადგინონ.

კოვიდ-სერტიფიკატში მოცემულია ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, გამოჯანმრთელებისა ან ტესტის უარყოფითი პასუხის შესახებ.

მანამდე ის მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების პერსონალისთვის და სტუდენტებისთვის იყო აუცილებელი. სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს კი სავალდებულო ვაქცინაცია ეხებოდა.

ახლა QR-კოდი სამუშაო ადგილებზე ყველასთვის სავალდებულო გახდა. ამასთან, თუ თანამშრომელს კოვიდ-სერტიფიკატი სამუშაო ადგილას არ ექნება, დასაქმებულიც და დამსაქმებელიც, შესაძლოა, დაჯარიმდეს. ჯარიმის თანხა 400-დან 1000 ლარამდე მერყეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system