თავში

იტალიაში მოზარდი ანტივაქსერ მშობლებს სასამართლოში უჩივის

იტალიაში მოზარდი ანტივაქსერ მშობლებს სასამართლოში უჩივის
იტალიაში მოზარდი ანტივაქსერ მშობლებს სასამართლოში უჩივის

მოზარდმა ფლორენციიდან ტოსკანას ოჯახის ადვოკატების ასოციაციას მიმართა მას შემდეგ, რაც მშობლებმა COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება აუკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.

"ალტერნატივა არ არსებობს. თუ მინდა არა მხოლოდ ვიმოგზაურო, არამედ მეგობრებთან უსაფრთხოდ ვისეირნო, აცრა უნდა გავიკეთო", - განაცხადა 17 წლის მოზარდმა.

მისი თქმით, მშობლები ვაქცინაციისთვის წერილობით ნებართვას არ აძლევენ, რის გარეშეც იტალიაში მოზარდები ვაქცინაციას ვერ გადიან.

ტოსკანას ოჯახის ადვოკატების ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუ საქმე სასამართლომდე მივა, პროკურატურა სპეციალურ კურატორს დანიშნავს. ადვოკატების თქმით, მსგავსი შემთხვევა იტალიის ქალაქ არეცოშიც მოხდა. 16 წლის მოზარდს მშობლები ვაქცინაციას უშლიან და ის აცრის გასაკეთებლად იურიდიული გზებით ბრძოლას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system