თავში

იტალიაში "მწვანე საშვები“ 5 აგვისტოდან ამოქმედდება

​იტალიაში "მწვანე საშვები“ 5 აგვისტოდან ამოქმედდება
იტალიაში მწვანე საშვები“ 5 აგვისტოდან ამოქმედდება

იტალიაში 5 აგვისტოდან სტადიონებზე, მუზეუმებში, თეატრები, კინოთეატრებში, საგამოფენო ცენტრებსა და სპორტდარბაზებში შესვლა მხოლოდ "მწვანე საშვით" იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian აქვეყნებს.

ამასთან, დოკუმენტი საჭირო იქნება დახურული ტიპის რესტორნებში მომსახურების მისაღებად.

"მწვანე საშვი“ გაიცემა ადამიანებზე, რომლებმაც ვაქცინა ჩაიტარეს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ ან ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, იტალია შეუერთდა ევროკავშირის "მწვანე საშვების" სქემას, რომელიც ვაქცინაციის სერტიფიკატების გაცემას ითვალისწინებს და მოსახლეობას, როგორც სახლში, ასევე მოგზაურობების დროს ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებას გაუადვილებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system