თავში

იტალიაში პარიზის 2015 წლის ტერაქტის თანამონაწილე დააკავეს

​იტალიაში პარიზის 2015 წლის ტერაქტის თანამონაწილე დააკავეს
იტალიაში პარიზის 2015 წლის ტერაქტის თანამონაწილე დააკავეს

იტალიის პოლიციამ ალჟირის მოქალაქე დააკავა, რომელიც 2015 წლის ნოემბერში პარიზის ტერაქტის თანამონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. 36 წლის მამაკაცი, ყალბი დოკუმენტებით, ქალაქ ბარიში დააკავეს.

მამაკაცს ასევე ბრალად ედება საფრანგეთისა და ბელგიის ტერიტორიაზე მოქმედი, ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი ტერორისტული დაჯგუფების წევრობა.

ტერორისტული დაჯგუფების ერთი წევრი პარიზის ტერაქტის შემდეგ მოკლეს. მეორე, ადამიანების ორგანიზაციაში გადაბირების ბრალდებით, ბელგიის ციხეში სასჯელს იხდის. დაჯგუფების სხვა წევრების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, დაჯგუფება იტალიაში, ალჟირში, საფრანგეთში, ბელგიაში, ესპანეთსა და სირიაში მოქმედებს.

2015 წლის 13 ნოემბერს პარიზის რამდენიმე უბანში ტერორისტული თავდასხმების კოორდინირებული სერია განხორციელდა. დაღუპა 130 და დაშავდა 400-ზე მეტი ადამიანი, გამოძიება საფრანგეთსა და ბელგიაში ერთდროულად დაიწყო, რადგან რადიკალები ტერაქტებს ბელგიაშიც გეგმავდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system