თავში

იტალიაში პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის 11 ეჭვმიტანილის ბინა გაჩხრიკეს

იტალიაში პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის 11 ეჭვმიტანილის ბინა გაჩხრიკეს
იტალიაში პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის 11 ეჭვმიტანილის ბინა გაჩხრიკეს

იტალიელმა სამართალდამცავებმა პრეზიდენტის სერჯო მატარელის შეურაცხყოფის ნიადაგზე დღეს 11 ეჭვმიტანილის ბინა გაჩხრიკეს. რომის პროკურატურის მოთხოვნით სპეცოპერაცია ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ტურინში, პერუჯასა და ბოლონიაში ჩატარდა. ეჭვმიტანილები 44-დან 65 წლამდე პირები არიან. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი უნივერსიტეტის 53 პროფესორია. სამართალდამცავებმა რუსული სოციალური ქსელში ”ვკონტაკტე" მისი ანტისემიტურ და რასისტულ ჯგუფებთან კავშირი გამოავლინეს. კიდევ სამი ეჭვმიტანილი ასევე უკიდურესად მემარჯვენე შეხედულებების წარმომადგენელი იყო.

ჩხრეკა ეჭვმიტანილთა ელექტრონულ ანგარიშებსა და სოციალურ პროფილებზე ჩატარდა. პოლიციამ უამრავი სისტემა და მოწყობილობა აღმოაჩინა, რომლის საშუალებითაც პრეზიდენტს მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი შეტყობინებები ეგზავნებოდა. მათი საქმიანობა 2020-2021 წლების პერიოდს მოიცავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system