თავში

იტალიაში რკინიგზელთა საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

​იტალიაში რკინიგზელთა საყოველთაო გაფიცვა დაიწყო
იტალიაში რკინიგზელთა საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

იტალიის სარკინიგზო ტრანსპორტის თანამშრომლებმა ორსაათიანი გაფიცვა დაიწყეს, რომელიც პროფკავშირებმა ქალაქ ლოდისთან მომხდარი ავარიის შემდეგ დაგეგმეს.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ორი რკინიგზელის ოჯახებს, რომლებიც ინციდენტის დროს დაიღუპნენ.

ხუთშაბათს დილით მატარებელი "წითელი ისარი" (Frecciarossa), რომელიც მილანიდან სოლერნოში 290 კმ/სთ-ს სიჩქარით მოძრაობდა, ლიანდაგებიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ავარიის შედეგად ორი მემანქანე დაიღუპა, 31 ადამიანი დაშავდა.

ლოდის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი სარკინიგზო ისრის გაუმართაობა გახდა.

გარდაცვლილთა ოჯახებს იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიუსამძიმრა და გამოძიებას უმოკლეს ვადაში საქმის გახსნისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system