თავში

იტალიაში საბაგირო ჩამოვარდა - დაღუპულია 12 ადამიანი - განახლებულია

იტალიაში საბაგირო ჩამოვარდა - დაღუპულია 12 ადამიანი - განახლებულია
იტალიაში საბაგირო ჩამოვარდა - დაღუპულია 12 ადამიანი - განახლებულია

იტალიაში, პიემონტის რეგიონში, საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, თორმეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

ინციდენტი საბაგირო გზაზე მოხდა, რომელიც სოფელ სტრეზას ტბა მაგჟორეს სანაპიროზე და მონტერონეს მთასთან აკავშირებს. მგზავრებით დატვირთული საბაგირო დაახლოებით 1.5 ათასი მეტრის სიმაღლიდან მოწყდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  საბაგიროზე 11-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტი სავარაუდოდ ბაგირის დაზიანებამ გამოიწვია.

მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია ცხრა დაღუპულის შესახებ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system