თავში

იტალიაში სასმლის მიწოდების შუა საუკუნეების ტრადიცია აღადგინეს

იტალიაში სასმლის მიწოდების შუა საუკუნეების ტრადიცია აღადგინეს
იტალიაში სასმლის მიწოდების შუა საუკუნეების ტრადიცია აღადგინეს

იტალიაში კორონავირუსის პანდემიის პირობებში ადამიანებს შორის კონტაქტების მკაცრი შეზღუდვების პირობებში საკვებისა და სასმლის მიწოდების შუა საუკუნეების ტრადიცია აღადგინეს. ამის შესახებ CNN წერს.

ფლორენციაში რესტორნებმა ვიწრო, ე.წ. ღვინის ფანჯრების გამოყენება დაიწყეს, რომლებიდანაც მომხმარებლებს სასმელს და საკვებს აწვდიან.

ასეთი ფანჯრები რენესანსის ეპოქაში იყო პოპულარული. გარდა იმისა, რომ ეს ტავერნების ალტერნატივა იყო, მფლობელები ალკოჰოლურ სასმელებზე დაწესებულ გადასახადებს არიდებდნენ თავს.

ასეთ ფანჯრებს, რომელთა სიმაღლე დაახლოებით 30 სანტიმეტრი იყო, "Buchette del vino" ეწოდებოდა, რაც ითარგმნება, როგორც "ღვინის პატარა ფანჯარა").

1500 წლებში ბევრი ფლორენციელი ვაჭარი მეღვინეობას ეწეოდა და სახლში მარნებიც კი ჰქონდა. "ღვინის ფანჯრები" მათ ღვინის გაყიდვაში ხელს უწყობდა. ამასთან, ფიზიკური კონტაქტი მინიმიზირებული იყო. გამყიდველი მყიდველის სახესაც ვერ ხედავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system