თავში

იტალიაში შეზღუდვებს აპროტესტებენ

​იტალიაში შეზღუდვებს აპროტესტებენ
იტალიაში შეზღუდვებს აპროტესტებენ

მილანში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. დაშავდა ერთი სამართალდამცავი. ასობით დემონსტრანტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდა.

პოლიციამ აქცია ცრელმსადენი აირით დაშალა.

არეულობები იყო ტურინშიც. ადგილი ჰქონდა ვანდალიზმის და მაღაზიების ძარცვის ფაქტებს. ორი პოლიციელი დაშავდა. 10 ადამიანი დაკავებულია.

საპროტესტო აქციების მიზეზი მთავრობის გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმად 18:00 საათიდან ყველა რესტორნისა და ბარის მუშაობა იკრძალება. ხელისუფლებამ ასევე არ გამორიცხა შემდგომი შეზღუდვების შემოღებაც.

ბოლო კვირების განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსით ახალი ინფექციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დღეში საშუალოდ 20 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system