თავში

იტალიაში შობადობის მაჩვენებელი რეკორდულად მცირდება

იტალიაში შობადობის მაჩვენებელი რეკორდულად მცირდება
იტალიაში შობადობის მაჩვენებელი რეკორდულად მცირდება

კორონავირუსული პანდემიის ფონზე იტალიაში შობადობის მაჩვენებელი რეკორდულად ეცემა. ამის შესახებ განცხადებას სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი აქვეყნებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შობადობის მაჩვენებლის სწრაფი ვარდნა იტალიაში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს პოსტ-პანდემიურ პერიოდში. გასულ წელს, ამ მაჩვენებელმა ქვეყნის  ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. გასულ წელს იტალიაში მხოლოდ 435 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო დაბადებულთა თითქმის 20 პროცენტი უცხოელი დედის მიერ იყო გაჩენილი. ექსპერტები ვარაუდობენ,  რომ ახალშობილთა რიცხვი წელს იტალიაში კიდევ 10 ათასით ან უფრო მეტით შემცირდება და 426 ათასამდე ჩამოვა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამის მიზეზი, ეპიდემიით გაწვეულ შიშთან ერთად, შრომის ბაზრის არეულობაა, რაც უარყოფითად აისახება დასაქმებულთა რაოდენობაზე.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system